სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

11 შვილის დედას სახელმწიფო რწმუნებულმა და მოადგილემ დედის დღე მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს

2021-03-03 11:02:00
11 შვილის დედას ნანა ლაგვილავას დედის დღე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა მალხაზ თორიამ, მოადგილესთან ნინო ვიბლიანთან ერთად მიულოცა და საჩუქრები გადასცა.
 
„მადლობა, რომ ჩვენს ქვეყანას უზრდით 11 შვილს, ეს ნამდვილად გმირობაა, თქვენ ხართ მისაბაძი დედა. ყოველდღიური სირთულეები და გამოწვევები გექნებათ და მიუხედავად ამისა თქვენ ჩვენს ქვეყანას უზრდით ღირსეულ შვილებს, აძლევთ მათ განათლებას. მიხარია, რომ თქვენი შვილები ამდენი მედლის, თასის, დიპლომის მფლობელები არიან, ეს ყოველივე მათ ნიჭიერებასთან ერთად ხაზს თქვენს შრომას და თავდადებას უსვამს. მადლობა ამისთვის თქვენ ქალბატონო ნანა და თქვენს მეუღლეს. მადლობა, რომ თეკლას, ქრისტინეს, ეკატერინეს, ქეთევანის, ანასტასიას, სიდონიას, ელისაბედის, მაიას, გრიგოლის, გიორგის და გაბრიელის დედა ხართ“ - განაცხადა მრავალშვილიან დედასთან საუბარში მალხაზ თორიამ.
 
ბეჭვაიების თერთმეტივე შვილი ჭადრაკს თამაშობს. მათ სხვადასხვა შეჯიბრებებსა და საერთაშორისო ტურნირებში 200-ზე მეტი მედალი და 100-მეტი თასი აქვთ მოპოვებული.
 
ბეჭვაიების 11 შვილიდან ყველაზე პატარა 8 წლის, ყველაზე დიდი კი 26 წლისაა.
 
მრავალშვილიანი ოჯახი სხვადასხვა სოციალური პროგრამებით ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობისგან სარგებლობს.
 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232426272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო