სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ანაკლიაში 110 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი დღეს გაიხსნა

2021-03-01 13:00:00
ქვეყნის მასშტაბით საბავშვო ბაღებში განახლებულ სასწავლო პროცესს ახალ შენობაში ხვდებიან ანაკლიელი ბავშვები. სოფელ ანაკლიაში 110 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი დღეს გაიხსნა.
 
ახალი ბაღი თანამედროვე სტანდარტების მიხედვით აშენდა და ადაპტირებულია შშმ პირთათვის. მოეწყო შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, კომუნიკაციები, აღიჭურვა ავეჯითა და ტექნიკით.
 
ახალ საბავშვო ბაღში განახლებულ სასწავლო პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან გიორგი შენგელიასთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბესიკ ჭეჟიასთან ერთად გაეცნო.
 
,,ისევე როგორც მთელ საქართველოში ჩვენს რეგიონშიც სახელმწიფო და კერძო საბავშვო ბაღებმა დღეიდან სასწავლო პროცესი განაახლეს. ამ დღეს ახალ თანამედროვე საბავშვო ბაღში ხვდებიან ანაკლიელი ბავშვები. ჩვენ აქ გავხსენით 110 ბავშვზე გათვლილი ბაღი. რომელიც აკმაყოფილებს ყველა თანამედროვე სტანდარტს, ასევე აქვს მოწესრიგებული ეზო და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. სოფელ ანაკლიაში საბავშვო ბაღის შენობა არ არსებობდა და ბავშვებს სკოლამდელი განათლების მიღება ამბულატორიის შენობაში უწევდათ" - განაცხადა მალხაზ თორიამ.
 
მისივე განცხადებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მოქმედ ყველა საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად წარიმართება.
პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა და მისი ღირებულება 1.9 მილიონი ლარია.
 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232426272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო