სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრის დავალებით, კონსტანტინე ანანიაშვილმა, უამინდობის გამო, რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

2021-02-17 18:23:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას დავალებით, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული პოლიტიკისა და კოორდინაციის სამსახურის ხელმძღვანელმა კონსტანტინე ანანიაშვილმა, უამინდობის გამო, რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე განიხილეს, თუ რა მდგომარეობაა რეგიონებში, უხვი ნალექის გამო. აღინიშნა, რომ გზებზე აქტიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, მობილიზებულია ტექნიკა და უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ტექნიკური მარილის დაყრა.

ინტენსიური თოვის გამო, ცალკეულ მონაკვეთებზე შეიზღუდა საავტომობილო ტრანსპორტის გადაადგილება. ხაზი გაესვა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები ავტოტრანსპორტის გადაადგილებას არეგულირებენ. ამ ეტაპზე, რჩება გარკვეული შეზღუდვა ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის შემდეგ მონაკვეთებზე - მლეთა-გუდაური-კობი, სტეფანწმინდა-ლარსი, ასევე გომბორის და თელავის მიმართულებით აკრძალულია ისეთი სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება, რომლებსაც არ აქვთ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი, ასევე შეზღუდვაა ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის მიმართულებით.

კონსტანტინე ანანიაშვილმა სახელმწიფო რწმუნებულებს დაავალა, რომ მაქსიმალური კოორდინაცია ჰქონდეთ შესაბამის უწყებებთან, რათა უხვი თოვლის გამო შექმნილი შეფერხებები მაქსიმალურად მოკლე ვადებში და ეფექტიანად აღმოიფხვრას.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა მალხაზ თორიამ რეგიონში არსებული ვითარება მიმოიხილა, უხვი ნალექი ძირითადად მესტიის მუნიციპალიტეტშია, სადაც კალა-უშგულის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო ყველა ტიპის სატრანსპორტო მოძრაობა აკრძალულია, სხვა მონაკვეთების გაწმენდითი სამუშაოები კი ინტენსიურად ხორციელდება.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახა ბუხრაძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი წერეთელი და საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობის და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი თოფურია.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232426272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო