სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

შეხვედრა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელ სამუშაოებთან დაკავშირებით

2021-02-15 19:46:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს მალხაზ თორიას შეხვდა. შეხვედრაზე, მიმდინარე წელს დაგეგმილი აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები განიხილეს. გიორგი ხანიშვილმა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მერებისგან მოისმინა ინფორმაცია რეგიონში არსებული ვითარების შესახებ და ხაზი გაუსვა ღონისძიებების გატარების პროცესში მათი ჩართულობის მნიშვნელობას.

 სამეგრელო- ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა მალხაზ თორიამ აღნიშნა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მჭიდროდ ითანამშრომლებს სამინისტროსთან, რათა ფერმერებმა კვლავაც მაღალი ხარისხის მოსავალი მიიღონ.

„ფაროსანასთან ბრძოლის სამუშაოების მოსამზადებელი ეტაპი სამინისტროს უკვე დაწყებული აქვს. ჩვენ გვქონდა შეხვედრა მუნიციპალიტეტის მერებთან, სადაც განვიხილეთ ერთობლივი სამუშაოები. მავნებელთან ბრძოლის საკითხებში ჩვენი ქვეყანა სხვებისთვის სამაგალითოა და ეს აისახა გასული წლის მოსავალზეც, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად კვლავ აქტიურად იქნება ჩართული მავნებლის წინააღმდეგ განსახორციელებელ სამუშაოებში“ - განაცხადა მალხაზ თორიამ.

შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი ესწრებოდა, რომელმაც განაცხადა, რომ რეგიონში მობილიზებულია ყველა რესურსი და უკვე დაწყებულია მოსამზადებელი სამუშაოები. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავა და თხილის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე გიორგი თოდუა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
2324
25
26272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო