სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სახელმწიფო რწმუნებული რეგიონის მერებს შეხვდა

2021-02-13 19:38:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის ახლადანიშნული სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია, მის მოადგილეებთან ერთად რეგიონის მერებს შეხვდა.

სახელმწიფო რწმუნებულმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა რეგიონში არსებულ მთავარ გამოწვევებსა და საჭიროებებს, ისაუბრა მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაციით დღის წესრიგში მდგარი საკითხების დროულ და ეფექტურ გადაჭრაზე.

როგორც მალხაზ თორიამ შეხვედრაზე აღნიშნა, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და ადგილობრივი ხელისუფლება, მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით, განახორციელებს იმ პროექტებს რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და არსებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას.

„მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს და გუნდს ამ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ჩემი დანიშვნისთვის. ბოლო 6 თვეა სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობას ვასრულებ, მანამდეც ჩემი საქმიანობით დაკავშირებული ვიყავი ამ რეგიონთან, ვიცნობ იმ სპეციფიკას და საჭიროებებს რაც ჩვენს რეგიონს აქვს.

ამჟამად ისევე, როგორც მთელს საქართველოს, ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარ ამოცანას წარმოადგენს პანდემიასთან ბრძოლა, ამავდროულად ეკონომიკის აღდგენა, მისი გაჯანსაღება, პანდემიის პერიოდში ინფრასტრუქტურული პროექტების, სახელმწიფო თუ მუნიციპალური სერვისების შეუფერხებლად განხორციელება, თითოეული მოქალაქის საჭიროებებსა და პრობლემებზე დროული რეაგირება და ზრუნვა. სწორედ ამ პრიორიტეტებით და საკითხებით ვაპირებთ რეგიონში მუშაობას და მის კიდევ უფრო წინ წაწევას“- განაცხადა მალხაზ თორიამ.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
2324
25
26272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო