სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ქალაქ ფოთში წყალარინების გამწმენდი ნაგებობისა და წყალარინების ქსელის მშენებლობა მიმდინარეობს

2021-02-10 11:29:00
ქალაქ ფოთში წყალარინების გამწმენდი ნაგებობისა და წყალარინების ქსელის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტებს აზიის განვითრების ბანკი აფინანსებს.
 
სამუშაოების მიმდინარეობას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია, მის მოადგილესთან დავით ვერავასთან, წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიგა მანდარია და ფოთის მერი გოჩა კურდღელია გაეცნენ.
 
წყალმომარაგების კომპანია ფოთში, ორ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს, რაც ქალაქში სრულიად ახალი წყალარინების სისტემების მოწყობასა და თანამედროვე გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას გულისხმობს.
 
,,ამ დროისთვის, წყალმომარაგების კომპანია ფოთში ორ მსხვილ პროექტს ახორციელებს. პირველი ეს არის გამწმენდი ნაგებობა, რომელიც ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოს დაბინძურების რისკებს რეგიონში და მეორე პროექტი ეს არის წყალარინების ქსელის მოწყობა ქალაქში. ამ ნაწილში კონტრაქტორი მუშაობს ნელი ტემპით და გრაფიკთან მიმართებაში აქვს ჩამორჩენა. მათ მივეცით გარკვეული მითითებები, რომ ტემპი დროულად გამოასწორონ. სამუშაოები ითვალისწინებს 145 კმ საკანალიზაციო ქსელის მოწყობასა და 28 ერთეული სატუმბი სადგურის მშენებლობას“ - განაცხადა მალხაზ თორიამ.
 
ფოთის წყალარინების ქსელის მოწყობისთვის 35 მილიონი ევრო, ხოლო საკანალიზაციო სისტემის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობისთვის დონორი ორგანიზაციის მიერ დაახლოებით 55 მილიონი ლარია გამოყოფილი.
,,ქალაქის წყალარინების გამწმენდის ნაგებობის მშენებლობის ტემპი დამაკმაყოფილებელია და დაახლოებით სამუშაოების 80 % შესრულებულია. თუმცა, წყალარინების ქსელის რეაბილიტაციის პროექტში კონტრაქტორს აქვს ჩამორჩენები. გვაქვს გარკვეული შენიშვნები მათთან. შესაბამისად, დაიგეგმა შეხვედრა მშენებელი კომპანიის ხელმძღვანელობასთან, რომლებიც საქართველოში თებერვლის ბოლოსთვის ჩამოვლენ და გვექნება დეტალური განხილვა იმაზე თუ, როგორ შეძლებენ ისინი უახლოეს პერიოდში ამ პრობლემის გადაჭრას’’ - განაცხადა გიგა მანდარიამ. 
 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
2324
25
26272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო