ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სავნეთის გუბერნატორმა მელიტონ ქანთარიას ბიუსტი გახსნა
სამეგრელო-ზემო სავნეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან შონიამ და წალენჯიხის გამგებელმა გოგა გულორდავამ ქალაქ ჯვარში მელიტონ ქანთარიას საფლავზე ბიუსტი გახსნეს და მეორე მსოფლიო ომის გმირს პატივი მიაგეს. ღონისძიებას მელიტონ ქანთარიას ნათესავები და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები ესწრებოდნენ. გუბერნატორმა და გამგებელმა შეკრებილ ვეტრანებს 9 მაისი მიულოცეს და ჯანმრთელობა უსურვეს.
გუბერნატორის განცხადებით, სახელმწიფო ზრუნავს ვეტერანებზე რისი ნათელი მაგალითიც პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებაა, რომლის მიხედვითაც ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოში მცხოვრები 1800 ვეტერანი 1000 ლარიან დახმარებას მიიღებს, ხოლო მარჩენალდაკარგული 500 ოჯახი 500 ლარიან დახმარებას. გარდა ამისა წალენჯიხის მუნიციპალიტეტები ვეტერანებს დამატებით 300 ლარს ჩაურიცხავს.
მელიტონ ქანთარიას საფლავზე ბიუსტი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით დაიდგა, ბიუსტის ესკიზის ავტორი ქართველი მოქანდაკე რომან შეროზიაა, ხოლო ის ბრინჯაოში მოქანდაკე თეიმურაზ კიკნაველიძემ ჩამოასხა.
მელიტონ ქანთარიამ, რომელიც 1920 წელის 5 ოქტომბერს ჯვარში დაიბადა, მიხეილ ეგოროვთან ერთად რაიხსტაგზე გამარჯვების სიმბოლოდ დროშა აღმართა. მეორე მსოფლლიო ომიდან დაბრუნებული ქანთარია 1946 წელს აფხაზეთში დასახლდა. აფხაზეთის ოკუპაციის შემდეგ კი იძულებული შეიქმნა საკუთარი საცხოვრებელი სახლი ოჯახთან ერთად დაეტოვებინა. ქანთარია 1993 წელს საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა სადაც მალევე 2 თვეში გარდაიცვალა (1993 წლის 26 დეკემბერი). მელიტონ ქანთარია მაშინდელი სამთავრობო კომიის გადაწყვეტილებით ჯვარის მესამე სკოლის ეზოში დაკრძალეს.