სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

მალხაზ თორია: სამეგრელო ზემო სვანეთში 9 ახალ სკოლას ვაშენებთ და 11 სკოლის სრულ რეაბილიტაციას ვახდენთ

2021-01-22 19:37:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ამ დროისთვის 9 საჯარო სკოლის მშენებლობა და 11 სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. რეგიონის მასშტაბით 2020 წელს დასრულდა ორი სკოლის მშენებლობა და სამის სრული რეაბილიტაცია.

სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ზუგდიდის პირველ საჯარო სკოლაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან გიორგი შენგელიასთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან მამუკა წოწერიასთან ერთად გაეცნო.

ზუგდიდის აკაკი წერეთლის სახელობის N1 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.
,,სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით, ამ დროისთვის 9 საჯარო სკოლის მშენებლობას და 11 სკოლის სრულ რეაბილიტაციას ვახდენთ.

სარეაბილიტაციო პროცესის მიმდინარეობას ზუგდიდის ისტორიულ პირველ საჯარო სკოლაში გავეცანით, სადაც ამ დროისთვის მიმდინარეობს შენობის გამაგრების სამუშაოები, მოხდება სკოლის შიდა და გარე სივრცეების კეთილმოწყობა. მნიშვნელოვანია, რომ პროექტის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს საშუალება ექნებათ თანამედროვე სტანდარტების მიხედვით გარემონტებულ და კეთილმოწყობილ სკოლებში მიიღონ განათლება“ - განაცხადა მალხაზ თორიამ.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
2324
25
26272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო