სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ნინო ვიბლიანი: იმ ადამიანებისთვის ვის საკუთრებაზეც გაივლის ჯვარი-ხორგას ელექტროგადამცემი მოხდება კომპენსირება მაღალი საბაზრო ფასით, რომელიც სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ დაადგინა

2021-01-19 14:36:00

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“/ შპს „ენერგოტრანსი“ ჯვარი-ხორგას შემაერთებელი ელექტროგადამცემი ქსელის პროექტის ფარგლებში,  ჯვარის (500/220 კვ) და ხორგას (220/110 კვ) ქვესადგურების დამაკავშირებელი 500 და 220 კვ-იანი 56 კმ სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას ახორციელებს.

პროექტს უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია საქართველოს ენერგეტიკულ სისტემებს შორის დამატებითი კავშირის უზრუნველყოფის მიზნით. პროექტი ზრდის ქვეყნის შესაძლებლობებს როგორც ელექტროენერგიის სიმძლავრის, ასევე საქართველოს რეგიონების ელექტრომომარაგების კუთხით.

პროექტის შესახებ და მის მნიშვნელობაზე დღეს ჯვარის ქვესადგურში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა ისაუბრა.

,,მნიშვნელოვანია, რომ ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურის მშენებლობისას დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა, ჯვარი-ხორგას პროექტის  ღირებულება დაახლოებით 16 მლნ ევროა. პროექტი მნიშვნელოვანია რეგიონის სტაბილური ენერგომომარაგებისთვის, რაც ადგილზე მნიშვნელოვანია როგორც მოსახლეობისთვის, ასევე ბიზნეს სექტორისთვის. ჯვარი - ხორგას დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, გარდა ამისა, ყოველივე მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, როგორც უშუალოდ რეგიონის, ასევე მთლიანად ქვეყნის ენერგომომარაგებას. მნიშვნელოვანია, რომ იმ ადამიანებისთვის ვის საკუთრებაზეც გაივლის ახალი ელექტროგადამცემი მოხდება კომპენსირება მაღალი საბაზრო ფასით, რომელიც დაადგინა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ. მესაკუთრეებისთვის გადახდილი საკომპენსაციო თანხების ჯამი შეადგენს 4 მილიონამდე ლარს“ - განაცხადა ნინო ვიბლიანმა.

პროექტის წარმატებით განხორციელება ერთმნიშვნელოვნად დაკავშირებულია, როგორც ქვეყნის რეგიონების ენერგომომარაგების სტაბილურობისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების გაზრდასთან, ისე ქვეყნის ერთიანი ენერგეტიკული სისტემის მდგრადობის ამაღლებასთან, რაც საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უმთავრეს წინაპირობას წარმოადგენს.

ჯვარი-ხორგას პროექტის  ღირებულება დაახლოებით 16 მლნ ევროა.  პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდება 271 ანძა. პროექტი ხორციელდება EBRD - ის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის დასრულება 2021 წლისთვისაა დაგეგმილი.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
2324
25
26272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო