სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ზუგდიდს ახალი მუნიციპალური ავტობუსები გადაეცა

2020-12-15 13:42:00
ზუგდიდის EURO 5-ის სტანდარტის მუნიციპალური ავტობუსები გადაეცა. მუნიციპალიტეტი ჯამში სულ 25 ახალ ავტობუსს მიიღებს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის 175 ერთეული ავტობუსს შეიძენს.
 
ავტობუსების შესყიდვა საქართველოს ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და კონტრაქტის საერთო ღირებულება 18.7 მილიონ ევროს შეადგენს.
 
ახალი ავტობუსები სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა, ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა, მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დაათვალიერეს.
 
,,კორონავირუსის გამო არსებული შეზღუდვების დასრულებისთანავე ეს ავტობუსები მოემსახურება ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობას, რაც მათი კომფორტული მგზავრობისა და გადაადგილებისთვის მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანი, რომ მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროცესი ზუგდიდში ჩვენ გასულ წელს დავიწყეთ და 15 ახალი ავტობუსი შევიძინეთ, ჯამში კი ზუგდიდს 40 ახალი, თანამედროვე ავტობუსი ეყოლება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ზუგდიდის ექნება ავტობუსების მომსახურეობისთვის ახალი ავტოპარკი, რომლის სამშენებლო სამუშაოებიც ინტენსიურად მიმდინარეობს” - განაცხადა მალხაზ თორიამ.
სატრანსპორტო საშუალებები სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ახალი ავტობუსები 8.5 მეტრიანია და გათვლილია 50 მგზავრზე.
 
175 ავტობუსი სხვადასხვა მუნიციპალიტეტს მომდევნო წლის გაზაფხულამდე ეტაპობრივად გადაეცემა. ახალი ავტობუსების მარშრუტებსა და სატრანსპორტო დერეფნებს მუნიციპალიტეტები განსაზღვრავენ.
 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23
24
2526272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო