სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

პარლამენტის წევრები და გუბერნატორი ზუგდიდში მოსახლეობას შეხვდნენ

2015-04-28 18:08:00

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატები, ზუგდიდში, შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხაეში სხელმწიფო რწმუნებულმა ლევან შონიამ გახსნა და დეპუატატებს ჩამოსვლისთვის მადლობა გადაუხადა.

„მადლბა, რომ გამონახეთ დრო და ჩამოხვედით ჩვენს რეგიონში, რათა ღიად ისაუბრებთ იმ თემებზე რაც მოქალაქეებს აინტრესებთ. მნიშვნელოვანია, რომ საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ჩამოდიან რეგიონში, უშუალოდ ხვდებიან მოქალაქეებს და პირველწყაროსგან იღებენ ინფორმაციას საჭიროებებისა და პრობლემების შესახებ.

ჩვენი ხელისუფლება არის ღია, გამჭირვალე და ხელისუფლების თითოეული შტოსთვის ფუნდამენტური ღირებულებაა ადამიანის უფლებები. დღეს ამ დარბაზში იმყოფებიან ახალგზრდები, რომლებიც შეგვცვლიან ჩვენ, მე მათ ამ უნივერსიტეტში შევხვდი და მოვისმინე არაერთი საინტერესო ინიციატივა, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ დღესაც გექნებათ ბევრი შეკითხვა ჩვენს რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე. მნიშვნელოვანია, რომ ანგარიშის წარმოდგენის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება და თითოეულ თქვენგანს მოგეცემათ საშუალება დასვათ სასურველი კითხვა და მიიღოთ ამომწურავი პასუხები“ - განაცხადა ლევან შონიამ.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ საპარლამენტო საქმიანობაზე მოქალაქეებს გიორგი ვოლსკი ესაუბრა, ხოლო ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ მოსახლეობას კომიტეტის საქმიანობის 2014 წლის ანგარიში წარუდგენა. საჯარო შეხვედრა კითხვა–პასუხის სესიით დასრულდა, რომლის დროსაც დეპუტატებმა მოსახლეობის კითხვებს უპასუხეს. შეხვედრაზე დასწრება თავისუფალი იყო.

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ საჯარო შეხვედრა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ორგანიზებით და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
2324
25
26272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო