ახალი ამბები
სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი სლოვაკეთის ელჩს შეხვდა

დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია საქართველოში სლოვაკეთის ელჩს პაველ ვიზდალის შეხვდა. შეხვედრაზე ხელი მოეწერა მცირე გრანტს არასამთავრობო ორგანიზაცია - ,,ადგილობრივი განვითარების და ინოვაციების ცენტრთან“, რომელიც შეიძენს და რეგიონში დააინსტალირებს 6 სათამაშო მოედანს, კერძოდ, ლესიჭინეს, მუხურის, ახუთის, კიწიის, ვედიდკარისა და ქალაქ ჩხოროწყუს საბავშვო ბაღებში.
ელჩმა დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან ლუდუკ ხასიასთან და ჩხოროწყუს მერთან დათო გოგუასთან ერთად ის ადგილები დაათვალიერა, სადაც აღნიშნული ატრაქციონები განთავსდება.
საბავშვო ბაღებში ატრაქციონების განთავსების საკითხი მოქალაქეებთან გამართულ შეხვედრებზე დაიოსვა.