სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სამეგრელო-ზემო სვანეთის ადგილობრივი ოპერაციული შტაბის სხდომა გაიმართა

2020-09-12 20:28:00

კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით უწყებათაშორის საბჭოსთან არსებული სამეგრელო-ზემო სვანეთის ადგილობრივი ოპერაციული შტაბის სხდომა გაიმართა. სხდომას სახელმწიფო რწმუნებული მოვალეობის შემსრულებლი მალხაზ თორია ხელმძღვანელობდა და მას რეგიონის მერები, სამართალდამცავი და ჯანდაცვის უწყებების წარმომდგენლები ესწრებოდნენ.

სხდომაზე განიხილეს კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ერთობლივად გასატარებელი ღონისძიებები, მოისმინეს აგრარულ ბაზრებში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია და რეგულაციების გამკაცრების საკითხი.

მუნიციპალიტეტის მერებმა წარმოადგინეს მიმდინარე ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე  ზედამხედველობის სამსახურის მეშვეობით რეგულაციების აღსრულების მონიტორინგი.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის და დაავადებათა კონტროლის სამსახურის წარმომადგენლება შტაბს რეგიონში ეპიდვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

,,გლობალურად,ინფიცირებულების რაოდენობა იზრდება, მათ შორის მნიშვნელოვნად იზრდება საქართველოშიც. პანიკის საფუძველი არ არსებობს! ხელისუფლება, ეპიდემიოლოგები და კლინიკური ჯგუფი სრულად აკონტროლებს სიტუაციას და მართავენ პანდემიის გავრცელების რისკებს. ჩვენ გვქონდა საბჭოს სხდომა, სადაც განვიხილეთ არსებული ვითარება და გავამკაცრებთ კონტროლს სხვადასხვა მიმართულებით, რომ დავიცვათშესაბამისი რეკომენდაციები. მოვუწოდებ მოქალაქეებს, აუცილებლად ატარონ პირბადე დახურულ სივრცეში, დაიცვან სოციალური დისტანცია და აკონტროლონ პირადი ჰიგიენა. ვირუსს ვერ დაამარცხებს მხოლოდ საქართველო - ეს გლობალური გამოწვევაა,და სანამ მსოფლიო არ გადალახავს მას, ჩვენ უნდა მივეჩვიოთ ვირუსთან ერთად ცხოვრებას” – განაცხდა შეხვედრის დასრულების შემდეგ სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23
24
2526272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო