სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

გიორგი გახარია და მალხაზ თორია „ერთიანი აგროპროექტის“ მხარდაჭერით შექმნილ თხილის საშრობ-სასაწყობო საწარმოში იმყოფებოდნენ

2020-09-06 22:49:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან და სამეგჰრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელ მალხაზ თორიასთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში, თხილის საშრობ-სასაწყობო საწარმო „კოკი 2014"-ში იმყოფებოდა, რომელიც „ერთიანი აგროპროექტის" მხარდაჭერით შეიქმნა. 

პრემიერი და მინისტრი საწარმოში თხილის მიღება-ჩაბარების სრულ პროცესს გაეცნენ, რომელიც თხილის მიღებას, გარჩევას, აწონვას, გაშრობას, ლაბორატორიულ კვლევასა და დასაწყობებას მოიცავს.

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასაწყობო მეურნეობა შპს „კოკი 2014" სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში, 

AgriGeorgia/Ferrero-სა და USAID-ის „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის"(G-HIP) მხარდაჭერით, 2019 წელს აშენდა.

„კოკი 2014"-ის დამფუძნებლების ინფორმაციით, საწარმო ყოველწლიურად, სამეგრელოს რეგიონის დაახლოებით 300 ფერმერს ემსახურება.

საწარმოში ჯამურად 770 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც, 285 000 ლარი სახელმწიფო გრანტია. 

საწარმოს საშრობის წარმოების მოცულობა 1 000 ტონა, ხოლო შენახვის - 500 ტონა თხილია. საწარმოში მუდმივად 17 ადგილობრივია დასაქმებული. პროდუქციის რეალიზაცია საექსპორტო ბაზრებზე ხორციელდება. 

პრემიერ-მინისტრი და მინისტრი საწარმოს ტერიტორიაზე შეკრებილ ფერმერებს გაესაუბრნენ და მოუწოდეს, მაქსიმალურად ისარგებლონ სახელმწიფოს მხარდამჭერი პროგრამებით, რათა კიდევ უფრო განავითარონ თავიანთი მეურნეობა და ხელი შეუწყონ როგორც საკუთარი ოჯახების კეთილდღეობას, ასევე გახდნენ დამსაქმებლები. 

საწარმოში გიორგი გახარიასა და ლევან დავითაშვილთან ერთად მაჟორიტარი დეპუტატები, მერაბ ქვარაია და ედიშერ თოლორაია და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID/საქართველოს ეკონომიკური ზრდის ოფისის ხელმძღვანელი მარიკა ოლსონი იმყოფებოდნენ.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
181920212223
24
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო