ახალი ამბები
რეგიონული თეატრების ფესტივალის გახსნა

რეგიონული თეატრების მეექვსე საერთაშორისო ფესტივალი, სენაკის მუნიციპალიტეტში, ნოქალაქევის ისტორიულ ციხე-ქალაქში, სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლით, გაიხსნა.
ნაჩვენები იყო კონსტანტინე გამსახურდიას რომანის მიხედვით, გოჩა კაპანაძის რეჟისურით დადგმული სპექტაკლი - ,,მთავარის მოტაცება“.
გახსნის ცერემონიალს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი, მალხაზ თორია, აფხაზეთის მთვარობის, ადგილობრივი თვითმმართველობის, თეატრალური სფეროს და ხელოვნების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.