სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სამეგრელო-ზემო სვანეთში 10 ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს

2020-08-21 20:24:00

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერს ახალი სასწავლო წლიდან  თანამედროვე სკოლა ექნება. სკოლის სამშენებლო სამუშაოები უკვე დასრულებულია. ახალაშენებული სკოლა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ, წალენჯიხის მერთან ბესიკ ფარცვანიასთან ერთად დაათვალიერა.

,,ახალი სკოლა გათვლილია 120 მოსწავლეზე. ადრე აქ ბავშვებს ამორტიზებულ შენობაში უწევდათ განათლების მიღება, დღეს კი არსებული სკოლა ყველა თანამედროვე სტანდარტს აკმაყოფილებს. გარდა ამისა ჩვენს რეგიონში 10 სკოლის მშენებლობას ვახდენთ, ასევე სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვატარებთ ყველა მუნიციპალიტეტში. მნიშვნელოვანია, რომ  ჩვენმა მომავალმა თაობებმა განათლების მიღება თანამედროვე გარემოში შეძლონ” - აღნიშნა მალხაზ თორიამ.

ეწერის საჯარო სკოლის მშენებლობა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელდა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2025 >
MonTueWedThuFriSatSun
 123456
789111213
14151617181920
21222324252627
282930    

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო