სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ზუგდიდში ახალაშენებულ კორპუსებში ბინა 1000-მდე დევნილ ოჯახს გადაეცემა

2020-07-30 13:52:00

ზუგდიდში ახალაშენებულ კორპუსებში ბინა 1000-მდე დევნილ ოჯახს გადაეცემა.  ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმაეკატერინე ტიკარაძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ მალხაზ თორიამ, მოადგილემ ნუკრი ხასიამ, ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ, დევნილთა სააგენტოსდირექტორ ბესარიონ სიმონიშვილთან  ერთად, ახალაშენებული კორპუსები დაათვალიერა და მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

მინისტრის განცხადებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დევნილების საცხოვრებელი ყველა ნგრევადი შენობა, რომელსაც ექსპეტიზის დასკვნის თანახმად  მინიჭებული აქვს მეოთხე ან მესამე  კატეგორია დაიხურება.

ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, 3 კორპუსის მშენებლობა უკვე დასრულდა და ნგრევად შენობებში მცხოვრებ 360 ოჯახს ახალი ბინის გასაღები უახლოეს მომავალში გადაეცემა. დამატებით 600 ოჯახისთვის განკუთვნილი 5 კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს, სადაც საცხოვრებელ ფართს როგორც ნგრევად ობიექტებში მცხოვრები, ასევე კრიტერიუმების შესაბამისად ყველაზე მაღალი ქულის მქონე იძულებით გადააადგილებული ოჯახები მიიღებენ. 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23
242526272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო