სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ნოსინორში სახელმწიფოს მხარდაჭერით 10 ჰა-ზე მოცვის ბაღი გაშენდა

2020-07-19 10:41:00
მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ალექსანდრე მოწერელიასთან ერთად სენაკის მუნიციპალიტეტში, ახლადგაშენებული მოცვის ბაღი დაათვალიერა და სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებს შეხვდა.

სოფელ ნოსირში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, შპს „ინტერაგრომ“ 10 ჰექტარზე ლურჯი მოცვის ბაღი გააშენა. პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, კომპანიამ ბაღის გაშენებისათვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 230,000 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. „ინტერაგრო“ შეღავათიანი აგროკრედიტის ბენეფიციარიცაა. პროგრამის ფარგლებში კომპანიამ, ბაღის გაშენებისთვის, 500,000 ლარის აგროკრედიტი მიიღო; 200,000 ლარი ბენეფიციარის ინვესტიციაა.

დღეისათვის, საქართველოში, ლურჯი მოცვის ბაღი 700 ჰექტარზე მეტ ფართობზეა გაშენებული. მიმდინარე წელს, ქვეყნიდან, დაახლოებით, 700 ტონამდე ლურჯი მოცვია ექსპორტირებული.

სენაკის მუნიციპალიტეტში, ლევან დავითაშვილთან და ალექსანდრე მოწერელიასთან ერთად, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი, ილია თამარაშვილი იმყოფებოდნენ.
 
 
 
 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23
242526272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო