სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ესპანეთში სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ვიზიტი გრძელდება

2015-04-24 09:57:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორ ლევან შონიას და ქალაქ ზუგდიდი მერის ირაკლი გოგოხიას ოფიციალური ვიზიტი ესპანეთში გრძელდება. გუბერნატორთან და მერთან ერთად დელეგაციის წევრები ესპანეთის პროვინცია ანდალუზიის ქალაქ ესტეპონაში იმყოფებიან.

ვიზიტის მიზანია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ტურისტული და კულტურული პოტენციალის გაცნობა ანდალუზიის ოფიციალური პირებისა და ბიზნესექტორისთვის. ვიზიტის ფარგლებში, პროგრამით გათვალისწინებულია ასევე ესპანური გამოცდილების გაზიარება ისეთ სფეროებში როგორიცაა: მეღვინეობის კულტურა,თევზჭერის მეურნეობა,ზღვის პროდუქტების დამუშავება და  საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა ზღვის სანაპიროზე.

სამეგრელო-ზემო სავნეთის გუბერნატორმა და ზუგდიდის მერმა ხელი უკვე მოაწერეს ზუგდიდსა და ესტეპონას შორის თანამეგობრობის მემორანდუმს, რომელიც თანამშრომლობას სავაჭრო, სამრეწველო და კულტურულ სფეროში მოიცავს. მემორანდუმის თანახმად,ანდალუზიის პროვინციაში, ტურისტულ სფეროში დაგროვილი გამოცდილების და განხორციელებული პროექტების ქალაქ ზუგდიდისთვის გაზიარება და ადგილზე დანერგვა მოხდება. მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს, პროფესიული გაცვლითი პროგრამების განხორციელებას ესტეპონასა და ზუგდიდის მერიებს შორის. მემორანდუმის თანახმად ზუგდიდში - ესტეპონას, ესტეპონაში კი ზუგდიდის სახელობითი ადილი უნდა გამოიყოს სადაც მოეწყობა ინფრასტრუქტურა და რომელსაც ექნება შემეცნებით-გასართობი ხასიათი.

ესპანური მხარე სურვილს გამოთქვამს წვლილი შეიტანოს ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის პროცესში.

დელეგაციის ვიზიტის ხარჯები სრულად იქნა დაფარული მიმწვევი მხარის მიერ.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< May 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
  1
2
345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო