სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სამეგრელო-ზემო სვანეთის ეკონომიკური პერსპექტივები და რეგიონში განხორციელებული პროექტები

2015-04-20 18:09:00

პროექტი „ძლიერი რეგიონი ძლიერი საქართველოსთვის" პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით ხორციელდება და მიზნად ისახავს რეგიონების სტრატეგიულ და ეკონომიკურ განვითარებას.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ორი წლის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულების 3520 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. მათ შორის:

• გზების რეაბილიტაცია - 772 პროექტი;
• აშენდა და რეაბილიტირდა 400-ზე მეტი ხიდი;
• წყალმომარაგების 85 პროექტი;
• წყალარინების ქსელის რეაბილიტაციის - 16 პროექტი;
• კეთილმოწყობის 359 პროექტი;
• ნაპირდაცვითი ღონისძიებების 142 პროექტი;
• სპორტული ობიექტები - 100-ზე მეტი პროექტი;
• კულტურის ობიექტები - 8 პროექტი;
• სანიაღვრე სადრენაჟე სისტემის 127 პროექტი;
• გარე განათება მოეწყო 10 ობიექტზე;
• შენობების მშენებლობა - 8 პროექტი;
• დასვენების ობიექტები - 4 პროექტი;
• ტროტუარების რეაბილიტაცია - 3 პროექტი;
• სარწყავი არხები - 6 პროექტი.

2014 წელს დაიწყო 100 მლნ ლარის ღირებულების თეთნულდის სათხილამურო ტრასებისა და მთის ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი, სადაც დასაქმებულთა 70% ადგილობრივი მცხოვრებია.


სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დაფინანსდა და ქონება გადაეცა 22 ახალ საწარმოს, გადაიარაღდა 31 საწარმო. შეღავათიანი აგრო კრედიტის პროექტით ძირითადი და საბრუნავი საშუალებების კომპონენტების ფარგლებში გაცემულია 527 სესხი.

38 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა აბაშაში - დაიწყო მეცხოველეობის ფერმისა და რძის შემკრებ-გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა. ფოთში მიმდინარეობს სავაჭრო ობიექტისა და მასთან არსებული კინოთეატრის მშენებლობა. ზუგდიდში შენდება მაკდონალდსის რესტორნი. მესტიის მიმართულებით ნატახტარის აეროდრომიდან ავიარეისების განხორციელება დაიწყო.

2015 წელს საგაზაფხულო სამუშაოებზე დახმარებას მიიღებს 100 237 ფერმერი. უკვე მოხნულია 36 903 ჰა მიწა. სამეგრელოს რეგიონში გაცემულია აგრო დაზღვევის 1169 პოლისი და დაზღვეულია 1554 მიწის ნაკვეთი.

ზუგდიდში გაიხსნა სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს ოფისი. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში 220-ადგილიანი მრავალპროფილური საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა დაიწყო. ზუგდიდში იწყება 34 მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა და ბინებს 2460 დევნილი ოჯახი მიიღებს.

ამასთან, 2012 წლიდან დღემდე საცხოვრებელი ფართი გადაეცა 792 დევნილ ოჯახს; საცხოვრებელი ფართი დაუკანონდა 1 581 დევნილ ოჯახს; „სოფლად სახლის" პროექტის ფარგლებში დევნილი ოჯახებისთვის შეძენილია 90 სახლი; სოციალური პაკეტით ისარგებლა 20 613-მა დევნილმა ოჯახმა.

გაიხსნა ზუგდიდის იუსტიციის სახლი - პირველი იუსტიციის სახლი, ყველაზე ახლოს აფხაზეთთან. სოფელ ჯვარსა და ჭალადიდში გაიხსნა საზოგადოებრივი ცენტრები. მოსახლეობა სოფლიდან გაუსვლელად სარგებლობს საჯარო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით. დაგეგმილია ორსანტიას და რუხის საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა.

• აბაშაში გაიხსნა ადგილობრივი არქივი;
• დაიწყო სამეგრელოს რეგიონული არქივის მშენებლობა;
• ზაფხულში ფოთში იუსტიციის სახლი გაიხსნება;
• ფოთში გაიხსნა პოლიციის ახალი შენობა;
• მესტიაში გაიხსნა სამაშველო ქვეგანყოფილების შენობა;
• სამეგრელოში ფუნქციონირებს რაიონული პრობაციის 8 ოფისი;
• გარემონტდა და მოეწყო პრობაციის ბიუროს ოფისი ზუგდიდში;
• დასაქმდა 13 პირობით მსჯავრდებული;
• სენაკში II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე დასრულდა სასადილოსა და 10 ყაზარმის მშენებლობა;
• მარტვილში, ჩხოროწყუში და ზუგდიდში გაიხსნა ტურიზმის ახალი საინფორმაციო ცენტრები;
• ჩატარდა მთიანი სამეგრელოს საფეხმავლო მარშრუტების კვლევა;
• საფეხმავლო მარშრუტების პოპულარიზაციისთვის ჩხოროწყუში გაიმართა ტობა ფესტივალი;
• მოეწყო სათავგადასავლო ყოველკვირეული ტურები;
• განხორციელდა სამეგრელოს რეგიონში კანიონინგის პოტენციალის კვლევა და მდ. ხობისწყლის ხეობაში შემუშავდა 3 რეკომენდირებული მარშრუტი;
• მომზადდა ტურისტულად მიმზიდველი ქალაქებისა და დაბების ბუკლეტები;
• 2015 წელს იგეგმება ზუგდიდში ტურისტული ობიექტების მიმართულების მანიშნებლების მონტაჟი და ზუგდიდსა და ანაკლიაში საორიენტაციო რუკის 8 ,,ლაით ბოქსის" დაყენება;
• ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა მიეცა 15 000 ოჯახს;
• მიმდინარეობს ზუგდიდის ორი საზღვრისპირა სოფლის გაზიფიცირება;
• ინდივიდუალური მრიცხველი დაუმონტაჟდა 12 ათასზე მეტ ოჯახს;
• დაიწყო "ხობი ჰესი2-ს" მშენებლობა;
• დასრულდა ელექტროგადამცემი ხაზების "სენაკი 1,2", ასევე ქვესადგურის "მენჯი-220" რეაბილიტაცია.

2014 წელს ჩატარდა საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი „ანაკლია 2014". შეიქმნა სამეგრელო-ზემო სვანეთის საინვესტიციო ვებ-გვერდი www.investinsamegrelo.ge. შემუშავდა სამეგრელო-ზემო სვანეთის სტრატეგიული განვითარების 2015-2017 წლების სამოქმედო გეგმა.

რაც შეეხება მიმდინარე პროექტებს: ახლო მომავალში ფოთში მალთაყვის სანაპირო ზოლის ტურისტული ინფრასტრუქტურის მოეწყობა; დასრულდება ზუგდიდსა და ფოთში საფეხბურთო სტადიონების მშენებლობა; მიმდინარეობს ზუგდიდის ცენტრალური წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელის მშენებლობა და ანაკლიის ნაპირდაცვითი ღონისძიებები; ზუგდიდში შენდება ყინულის სახლი;

დაიწყო განადგურების პირას მყოფი ისტორიული ძეგლი - სქურის ეკლესიის რეაბილიტაცია; მიმდინარეობს ზემო სვანეთში სოფელ ჩაჟაშის (უშგული) რეაბილიტაცია. დაიწყო სვანეთის კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენის პროგრამა.
ამასთან:


• დასრულდა ათამდე კოშკის რეაბილიტაცია მესტიაში;
• დაიწყო ძეგლთა ინვენტარიზაცია;
• განხორციელდა უშგულის, მულახის, ეცერის, ლატალის, ჰადიშის, იფარისა და ბეჩოს თემში - ძველი სახლების აღწერა და ფოტოფიქსაცია:
• კლასიკური მუსიკალური ინსტრუმენტებით აღიჭურვა სენაკის, ფოთის სამუსიკო სკოლები;
• საესტრადო მუსიკალური ინსტრუმენტებით აღიჭურვა სენაკის, ფოთის კულტურის ცენტრები;
• კინოჩვენებისათვის საჭირო აპარატურა გადაეცა ფოთს, სენაკსა და მარტვილს;
• სამხატვრო ინვენტარი გადაეცა სენაკისა და ფოთის სამხატვრო სკოლებს;
• ზუგდიდის და ფოთის ანიმაციურ სტუდიებს გადაეცა კომპიუტერები და ანიმაციურლაი ფილმების წარმოებისათვის საჭირო ტექნიკა;
• იგეგმება გოჭკადილის კანიონის ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა.


რეგიონში აშენდა და მოეწყო 98 სპორტული მოედანი. ამჟამად ფოთში მიმდინარეობს 7 280 მაყურებელზე გათვლილი ცენტრალური საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა. ზუგდიდში იწყება 2 საფეხბურთო მოედნის მშენებლობა. სენაკში აშენდება რაგბის 3 სტადიონი. რეგიონში რეაბილიტირდა 218 სკოლა, 8 პროფესიული სასწავლებელი, აშენდა 9 ახალი და გარემონტდა 220-ზე მეტი საბავშვო ბაღი. მიმდინარეობს 8 ბაღის მშენებლობა და შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რეაბილიტაცია. 2015 წელს დაგეგმილია 42 სკოლის რეაბილიტაცია, 4 პროფესიული სასწავლებლის რეაბილიტაცია, სასკოლო ტრანსპორტით უზრუნველყოფილია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის 201 სკოლის 13 894 მოსწავლე.

დაგეგმილია: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა. მიმდინარეობს შერჩევა-შეფასების პროცესი; ზუგდიდის სოფელ რუხში მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრის მშენებლობა; მესტიის მუნიციპალიტეტში 210 მეგავატიანი ნენსკრას ჰიდრო ელექტრო სადგურის მშენებლობა; კერამიკული ქარხნის მშენებლობა ზუგდიდში; ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის კეთილმოწყობის პროექტი; მარტვილის კანიონის ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა; ტურისტული გამანაწილებელი კომპლექსის მშენებლობა ზუგდიდის სოფელ ცაიში; ზუგდიდში ჰიდროპონიკური სათბურების აშენება - ინვესტიცია 35 მლნ აშშ დოლარი. იგეგმება ანაკლიის ტურისტულ ზონაში საზაფხულო ფესტივალების გამართვა.


2015 წელს დაგეგმილია 1337 პროექტის განხორციელება.

 

>>> იხილეთ პრეზენტაცია 

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23
24
2526272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო