სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

რუხის საავადმყოფო კომპლექსის 12-ვე კორპუსი ერთდროულად შენდება

2015-04-16 15:57:00

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფელ რუხში 220-ადგილიანი მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკა შენდება. კომპლექსი რამდენიმე ობიექტისგან შედეგება: ძირითად სტაციონარულ კორპუსში 7 ბლოკი შედის, ცალკეა პათოლოგ-ანატომიის, კვებისა და ცენტრალური სამრეცხაო-სასტერილიზაციო კორპუსები, ცალკე - საგენერატორო და საქვაბე ნაგებობები. ამ ბლოკებიდან ნაწილი 5, ნაწილი კი - 2-სართულიანი იქნება.

კლინიკის ტერიტორიაზე, მოეწყობა, ასევე, აუდიტორიები და ბიბლიოთეკა, სადაც სამედიცინო პროფილის სტუდენტები და რეზიდენტები კვალიფიკაციის ამაღლებას შეძლებენ.  რეზიდენტების, კლინიკაში სამკურნალოდ ჩამოყვანილი პაციენტების ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის დაგეგმილია საერთო საცხოვრებლის მშენებლობა. აქვე მოეწყობა სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა, ავტოსადგომები, შიდა სავალი გზები, წყლის აუზები და სკვერები.

სამუშაოები წარმოებს სამშენებლო უსაფრთხოების წესების, გარემოსდაცვითი და სეისმური მოთხოვნების სრული დაცვით. მშენებლობაზე 145 ადამიანია დასაქმებული, მათი 85% ადგილობრივი მცხოვრებია. მშენებლობის დასრულების შემდეგ, სამედიცინო დაწესებულებაში, ტექნიკური და დამხმარე პერსონალის ჩათვლით, 600-მდე ადამიანი იმუშავებს.
საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა 41 მილიონ 264 ათასი ლარი ჯდება და მისი დასრულება 30 თვეში განისაზღვრა. სამუშაოებს სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს. მშენებლობას შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" ახორციელებს.

ახალ საავადმყოფოს რეგიონული დატვირთვა ექნება და სამეგრელო-ზემო სვანეთის მოსახლეობას, ასევე, აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ პაციენტებს მოემსახურება.  

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< July 2025 >
MonTueWedThuFriSatSun
 12456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო