ახალი ამბები
ფოთის ცენტრალური საავადმყოფო - ბომონდი გაიხსნა

ფოთის მოსახლეობა სამეანო-გინეკოლოგიურ და მრავალპროფილურ ამბულატორულ სამედიცინო მომსახურების მიღებას განახლებულ და რეაბილიტირებულ შენობაში შეძლებს. „ფოთის ცენტრალური საავადმყოფო - ბომონდი“, რომელიც ფოთის ძველი სამშობიარო სახლის ბაზაზე მოეწყო, დღეს ოფიციალურად გაიხსნა.
სამედიცინო დაწესებულება ქალაქ ფოთისა და სამეგრელოს რეგიონის მოსახლეობას სრულ ამბულატორიულ და სამეანო-გინეკოლოგიურ სერვისს სთავაზობს. კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო აპარატურით.
რეაბილიტირებული შენობა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ მალხაზ თორიამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა დაავალიერეს.