სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ალექსანდრე მოწერელია ხობში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

2020-05-19 21:24:00

რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ხობის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. არსებულ პანდემიასთან დაკავშირებით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით მიმდინარეობს.

ქალაქ ხობში, ცოტნე დადიანის N185-ში მდებარე შენობის დაზიანებული სახურავისა და ფასადის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 373 224 ლარს შეადგენს.

ხობში ასევე მიმდინარეობს ცენტრალური პარკისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოების მეორე ეტაპი. ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 1 მილიონ ლარზე მეტია.

პროექტის შესაბამისად მოეწყობა საფეხმავლო ზოლები, კიბეები, პანდუსები, მოსაცდელი, სანიაღვრე არხები. დამონტაჟდება დეკორატიული სკამები და განათების სისტემა, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები. ხობის პარკის პირველი ეტაპის სამუშაოები გასულ წელს დასრულდა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< January 2025 >
MonTueWedThuFriSatSun
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27
28293031  

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო