სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ალექსანდრე მოწერელია: ამ ეტაპზე ზუგდიდის ჩაკეტვა არ განიხილება

2020-05-18 20:22:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ზუგდიდში არსებულ ვითარებას აფასებს და აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ქალაქის ჩაკეტვა არ განიხილება, რადგან ინფიცირებულების კონტაქტები მიკვლევადია. ალექსანდრე მოწერელიას განმარტებით ზომების გამკაცრება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგება, თუ იქნება შემთხვევა როცა კონტაქტების გამოკვლევა შეუძლებელი იქნება:

,,ჩაიკეტება თუ არა ზუგდიდი რთული სათქმელია, თუმცა თუ გავრცელება იქნება ფართო მასშტაბის, ეს საკითხი დადგება დღის წესრიგში. პირველ რიგში, ეს არის გადასაწყვეტი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების მხრიდან. დღეის მონაცემებით, ტრაილერის მძღოლის ყველა კლასტერის კონტაქტები პრაქტიკულად, ჯერ-ჯერობით არის მიკვლევადი, შესაბამისად ეს ადამიანები გადაგვყავს კარანტინში. თუ გვექნება შემთხვევა, როცა ვერ დადგინდება კონტაქტები, მაშინ რა თქმა უნდა მოგვიწევს ზომების გამკაცრების დღის წესრიგში დაყენება. ამ შემთხვევაში ჩვენ ჯანდაცვის მუშაკების ყველა რეკომენდაციებს და მითითებებს გავითვალისწინებთ” განაცხადა ჟურნალისტებთან კომენტარის დროს სახელმწიფო რწმუნებულმა.

დღეს რეგიონში 70-ზე მეტი ნიმუშია აღებული (ამ დროისთვის) გამოსაკვლევად. ამ ნიმუშებიდან 8 არის ტრაილერის მძღოლის კონტაქტი, აღებულ ანალიზებზე პასუხი იქნება დღის ბოლოს. ტრაილერის მძღოლიანად სულ ამ კლასტერში კოვიდი უდასტურდება 7 პაციენტს.

ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის მოთავსებულია 56 პირი. რაც შეეხება თვითიზოლაციას რეგიონში ამ დროის მონაცემებით, 205 პირია თვითიზოლაციაში.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23
242526272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო