სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ალექსანდრე მოწერელია: ,,CPMR“-ში გაწევრიანება გვაძლევს შესაძლებლობას ვითანამშრომლოთ საზღვაო, ტურიზმის, ეკონომიკის და ეკოლოგის მიმართულებებით

2020-05-16 10:42:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის საზღვაო რეგიონების კავშირ ,,CPMR“ -ში (Conference of peripheral maritime regions) გაწევრიანების შემდეგ, მხარის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია იმ სარგებელზე საუბრობს რასაც რეგიონი ორგანიზაციაში გაწევრიანებით მიიღებს:

„CPMR“-თან თანამშრომლობა, ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას გავხდეთ თანაზიარი ევროკავშირის იმ ქვეყნების პროექტებისა, რომელიც ხორციელდება საზღვაო საქმიანობის, ეკონომიკის, ეკოლოგიის და ტურიზმის მიმართულებებით. ორგანიზაციასთან ვითანამშრომლებთ, სოფლის მეურნეობის კუთხით ახალი ტექნოლოგიების გამოყენების თვალსაზრისით, მათ შეუძლიათ გაგვიწიონ დახმარება ნარჩენების მართვის კუთხით და ამ სფეროშიც შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს კავშირი. ჩვენ რა თქმა უნდა  ვაპირებთ ვითანამშრომლოთ ტურიზმის მიმართულებით და ამ საკითხზე კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადადგმულია. ,,CPMR“ გვაძლევს საშუალებას გავიზიაროთ მისი წევრი რეგიონების საუკეთესო პრაქტიკა სხვადასხვა მიმართულებებით,  რაც კიდევ უფრო გაზრდის ჩვენი რეგიონის კონკურენტუნარიანობას და განვითარების დონეს“ - აცხადებს ალექსანდრე მოწერელია.

სამეგრელო-ზემო სვანეთი ,,CPMR"-ის პოლიტიკური ბიუროს სრულუფლებიანი წევრი გახდა.  რეგიონის წარმომადგენლობას უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს  გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს შეხვედრებში. წევრ რეგიონებს ასევე უფლება აქვთ გაწევრიანდნენ   სპეციალურ სამუშაო ჯგუფებში, რომელიც ორგანიზაციის სხვადასხვა მიმართულებებზე მუშაობს.

,,CPMR“ წარმოადგენს საზღვაო რეგიონების კავშირს, რომელიც აერთიანებს 24 ქვეყნის 150 რეგიონს, როგორც ევროკავშირიდან, ასევე მის ფარგლებს გარეთ. კავშირი აერთიანებს ქვეყნებისა და რეგიონების 200 მილიონამდე მოქალაქეს. „CPMR“ მხარს უჭერს წევრი რეგიონების განვითარებას. 

,,CPMR“ არის ევროპული ინსტიტუტების პარტნიორი და ეხმარება რეგიონებს პროექტების შემუშავებასა და საჭიროების შემთხვევაში ევროკავშირის დაფინანსების მოპოვებაში.

აღნიშნული პლატფორმა შეიქმნა 1973 წელს და ორიენტირებულია ისეთ საკითხებზე როგორიცაა: სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობა, ევროპული მმართველობა, ენერგეტიკა, კლიმატის ცვლილება, სამეზობლო და საზღვაო პოლიტიკა.  ,,CPMR“-ს დიდი წვლილი შეაქვს რეგიონული განვითარების პრიორიტეტების ჩამოყალიბებაში. ის მუდმივად მხარს უჭერს რეგიონების როლის გაძლიერებას ევროპულ მმართველობაში.

ორგანიზაცია მჭიდროდ თანამშრომლობს ,,შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციასთან“ (BSEC), ,,შავი ზღვის კვლევების საერთაშორისო ცენტრთან“ (ICBSS) და ,,საზღვაო ინსტიტუტების შავი ზღვის ასოციაციასთან“ (BSAMI).

ორგანიზაციის წევრები არის საფრანგეთის, ესპანეთის, პორტუგალიის, საბერძნეთის, იტალიის, ნიდერლანდების, ბელგიის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, დანიის, ნორვეგიის, შვედეთის, ფინეთის, ესტონეთის,  უკრაინის, ბულგარეთის, თურქეთის და სხვა ქვეყნების საზღვაო რეგიონები.

გასული წლის ოქტომბერში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია ,,CPMR“-ის 47-ე გენერალურ ასამბლეას დაესწრო. საერთაშორისო კონფერენცია იტალიაში, კერძოდ კი პალერმოში გაიმართა. სწორედ მას შემდეგ დაიწყო სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონისა და   „CPMR“-ის თანამშრომლობა, რასაც საბოლოოდ რეგიონის ორგანიზაციაში გაწევრიანება მოყვა.

 

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23
242526272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო