სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ალექსანდრე მოწერელია ჩაის და სიმინდის სექტორში წარმოდგენილ ფერმერებს ონლაინ ჩართვის საშუალებით გაესაუბრა

2020-05-04 19:08:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებთან დისტანციურ შეხვედრებს მართავს. ონლაინ ჩართვის საშუალებით მხარის რწმუნებული ჯერ ჩაის, შემდეგ კი სიმინდის სექტორში წარმოდგენილ ფერმერებს გაესაუბრა, შეხვედრაზე ასევე ჩართულები იყვნენ მუნიციპალიტეტების მერები. სახელმწიფო რწმუნებულმა დარგის წარმომადგენლებისგან მოისმინა ყველა იმ საჭიროების შესახებ რაც მეწარმეებს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების პერიოდში შეექმნათ.

ჩაის კრეფის სეზონი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში უკვე დაწყებულია, მარტვილის და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში არსებულ ფართობებზე კი 15 მაისიდან დაიწყებენ. წალენჯიხაში პირველი მოსავლის გადამუშავების პროცესიც მიმდინარეობს.

რაც შეეხება სიმინდს, რეგიონში ამ დროისთვის დამუშავებულია 17 137  ჰექტარი მიწის ფართობი, აქედან 5013 ჰექტარ მიწის მიწის ფართობზე სიმინდი უკვე დათესილია.

გასულ კვირას ონლაინ ჩართვის საშუალებით სახელმწიფო რწმუნებული ასევე გაესაუბრა მეფუქტკრეებს და მათგან მოისმინა არსებული საჭიროებების შესახებ. მეფუტკრეებმა, მთავარ პრობლემად საკომენდატო საათებში გადაადგილება დაასახელეს. სწორედ ამ პერიოდში, ღამის საათებში ხდება ფუტკრის ოჯახების სეზონური მთა-ბარობა - პრობლემა უკვე მოგვარებულია.

ჩაის და სიმინდის სექტორში წარმოდგენილი ფერმერების და მეფუტკრეების მსგავსად სახელმწიფო რწმუნებული, სოფლის მეურნეობის სხვა დარგის წარმომადგენლებს ონლაინ ჩართვის საშუალებით გაესაუბრება და არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაციას პირადად მათგან მიიღებს.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23
242526272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო