ახალი ამბები
ვიცე-გუბერნატორმა გმირ აზა ადამიას საფლავი გვირგვინით შეამკო
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ კობა ქანთარიამ მარტვილში, 9 აპრილის გმირის აზა ადამიას საფლავი გვირგვინით შეამკო. ვიცე-გუბერნატორმა აზა ადამიას დედას გმირი შვილის აღზრდისთვის მადლობა გადაუხადა.
აზა ადამია 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე დარბევის დროს მოკლეს. ის პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეხუთე კურსის სტუდენტი იყო. ადამია მეგობრებთან ერთად მიტინგზე ყოველდღიურად დადიოდა.
დღესვე გვირგვინებით შეამკეს მარტვილში 9 აპრილის მემორიალი და აზა ადამიას ბიუსტი, რომელიც მისივე სახელობის სკოლის ეზოში მდებარეობს.