სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტში „ახალგაზრდული საკრებულო“ გაიხსნა

2015-04-08 18:37:00

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი კანონი თავისუფლება“ ზუგდიდში, კონბინატის კულტურის ცენტრის დარბაზში რეგიონულ შეხვედრა გაიმართა. სადაც სამეგრელო-ზემო სვანეთის 9 მუნიციპალიტეტის „ახალგაზრდული საკრებულო“ ჩამოყალიბდა. შეხვედრას პროექტის 490 მონაწილე დაესწრო. მათ შორის, 307 ახალგაზრდული საკრებულოს დეპუტატი და 183 პროექტის მონაწილე.


შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ადმინისტრაციის პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი დათო კოდუა და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები დაესწრნენ. დათო კოდუამ „ახალგაზრდული საკრებულოს“ წევრებს მიმართა და დახმარება აღუთქვა.


მოსწავლეებს ჩაუტარდათ ტრენინგი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის და საკრებულოს მუშაობის სპეციფიკის შესახებ.


„ადამიანი კანონი თავისუფლება“ პროექტის „ახალგაზრდული თვითმმართველობა 2015“ ფარგლებში საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში „ახალგაზრდულ საკრებულოებს“ აყალიბებს. ქვეყნის მასშტაბით არსებულ 64 მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბებული „ახალგაზრდული საკრებულოები“ მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე XI-XII კლასელებით დაკომპლექტდება. შერჩეული ახალგაზრდები გაივლიან ტრენინგებს არჩევნების და მისი მნიშვნელობის, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის, ქვეყნის სახელმწიფო მოწყობის, ევროპასთან ინტეგრაციის პროცესის, ლიდერობის, მედიასთან ურთიერთობის, დიპლომატიური ურთიერთობებისა და კავკასიოლოგიის შესახებ.


ღია ლექციებს ჩაატარებენ ქვეყნის წამყვანი სპეციალისტები, ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და წარმატებული ახალგაზრდები. შერჩეული ახალგაზრდები ასევე მიიღებენ მონაწილეობას ექსკურსიებში, საგანმანათლებლო პროგრამებსა და სხვა ღონისძიებებში.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23
24
2526272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო