სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

რუხის საავადმყოფოს ამ ეტაპზე 72 პაციენტის მიღება შუძლია

2020-04-16 20:44:00
   ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად რუხის საავადმყოფო დაათვალიერა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ამ ეტაპზე სამედიცინო დაწესებულებაში 35 ექიმია მობილიზებული და სამედიცინო დაწესებულებას ამ დროისთვის 72 პაციენტის მიღება შეუძლია, მათგან 14 რთული ან გართულებული. 

“ამ ეტაპზე, კლინიკას აქვს რესურსი, მიიღოს 72 პაციენტი, მათ შორის, 14 რთული ან გართულებული მდგომარეობით. ჩვენ კიდევ გავაძლიერებთ რუხის საავადმყოფოს იმ შესაძლებლობებს, რომლებიც მას აქვს და ეტაპობრივად მოხდება ამ რიცხვების გაორმაგება. შემდეგ ჩვენ ავალთ რუხის საავადმყოფოს სრულ მოცულობაზე, რომელიც არის 220 საწოლზე გაშლილი მულტიპროფილური საავადმყოფო და იგი სრულად ჩაერთვება კოვიდინფექციის მართვაში”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, რუხის საავადმყოფო მოემსახურება საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მყოფ მოქალაქეებს. ალექსანდრე მოწერელიას განმარტებით დაწესებულება მზადაა მიიღოს ყველა ის მოქალაქე ვინც ოკუპირებულ აფხაზეთში ცხოვრობს და დასჭირდება სამედიცინო დახმარება.

მომავალში კლინიკა საუნივერსიტეტო ფუნქციის შესრულებასაც შეძლებს. ადგილზე არსებობს აუდიტორიების, ბიბლიოთეკისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურისთვის საჭირო სივრცე. რუხის მრავალპროფილური სამედიცინო კლინიკის პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 41 მლნ ლარით დაფინანსდა.

სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განახორციელა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
4
5678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო