ახალი ამბები
მარტვილში დიდი ჭყონი-ლედგებე-გურძემი-კიწია-ნოღის გზის მშენებლობა მიმდინარეობს
მარტვილის მუნიციპალიტეტში დიდი ჭყონი-ლედგებე-გურძემი-კიწია-ნოღის გზის მონაკვეთზე ასფალტო-ბეტონის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში დაიგება 6,430 კილომეტრიანი გზა, ასევე მოეწობა ეზოებში შესასვლელი ლითონის მილხიდები და მთლიანად გამოიცვლება სანიაღვრე სისტემა. პროექტს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხებით, მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.
პროექტის ღირებულება 1 320 200 ლარია, გზის სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებულია 160 ადამიანი. დიდი ჭყონი-ლედგებე-გურძემი-კიწია-ნოღის გზის სამშენებლო სამუშაოს სს ,,არქეოპოლისი“ ახორციელებს. გზის სამშენებლო სამუშაოები მიმდინერე წლის 25 ივნისამდე უნდა დასრულდეს.