ახალი ამბები
სატყეო დეპარტამენტის უფროსი და გუბერნატორის მოადგილე მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ
2015-03-31 15:12:00
ეროვნული სატყეო დეპარტამენტის უფროსი ლევან ტაპატაძე და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე კახაბერ რუსია მუნიციპალიტეტბის ხელმძღვანელ პირებს და მათ მოადგილეებს შეხვდნენ.
საუბარი სატყეო სააგენტოს განხორციელებულ და მიმდინარე საქმიანობებს შეეხო. განხილულ საკითხებს შორის იყო სატყეო-სამეურნეო გზების გაყვანა-რეაბილიტაცია, რომელიც წელს იგეგმება, ასევე ტყეკაფების გამოყოფის საკითხი.