სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

პრეზიდენტმა სენაკში თეატრის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაათვალიერა

2020-03-10 19:14:00

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამეგრელოში სტუმრობისას სენაკში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, აკაკი ხორავას სახელობის სენაკის სახელმწიფო დრამატული თეატრის სარეკონსტრუქციო სამუშაოები სახელმწიფო რწმუნებულთან ალექსანდრე მოწერელიასთან და სენაკის მერთან ლევან კუპრეიშვილთან ერთად დაათვალიერა, რომელიც ფონდ "ქართუს" მხარდაჭერით ხორციელდება.

პრეზიდენტმა დაათვალიერა ისტორიული შენობის რეაბილიტაციის ფარგლებში ჩატარებული პირველადი აღდგენითი სამუშაოები, რის შედეგადაც გამოიცვალა შენობის სახურავი, მოეწყო თბოიზოლაციის და სადრენაჟე სისტემები, სრულად განახლდა ელექტროგაყვანილობა. ჩატარდა ფუნდამენტისა და კედლების გამაგრებითი სამუშაოები, გარე ფასადისა და ინტერიერის სრული რეაბილიტაცია. რესტავრაცია ჩაუტარდა და აღდგა კედლის უნიკალურ მხატვრობას, დამონტაჟდება თანამედროვე სტანდარტების გარე განათების, სასცენო განათებისა და აკუსტიკის სისტემები.

როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, მისი საქმიანობის პრიორიტეტი რეგიონების მხარდაჭერა და საქართველოს რეგიონებში კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობაა.

რეაბილიტაციის სრული პროცესის დასრულების შემდეგ, თეატრი შეძლებს უმაღლესი სტანდარტების დაკმაყოფილებას და უმასპინძლებს საერთაშორისო დონის ფესტივალებსა და ღონისძიებებს.

თეატრის შენობა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით გამორჩეულია თავისი არქიტექტორული, კულტურული და ისტორიული ღირებულებებით, 1953-59 წლებში არქიტექტორმა ვახტანგ გოგოლაძემ დააპროექტა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო