სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ხობში მეორადი პლასტმასის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება

2020-02-20 18:14:00
კომპანია "გლობალ რისაიქლინგ კო“ ხობის მუნიციპალიტეტში მეორადი პლასტმასის გადამამუშავებელ საწარმოს განავითარებს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დღეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები ლუდუკ ხასია და დავით ვერავა, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია ნიდერლანდური კომპანიის „H.I.P. Trade“-ის ინვესტიციით დაფუძნებული კომპანია "გლობალ რისაიქლინგ კო“ ს წარმომადგნელებს შეხვდნენ.

წარმოების პროცესში პოლიმერული გრანულები შეიქმნება, რომლის რეალიზება , როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ ბაზრებზე მოხდება.

პროექტის განსახორციელებლად კომპანიამ ხობის მუნიციპალიტეტში, აუქციონის ფორმით, პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში მიწის ნაკვეთი შეიძინა. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 30 მლნ ლარზე მეტია. ინვესტორების განმარტებით, საწარმოში 500-მდე ადამიანი დასაქმდება.

კომპანია ასევე პოლიმერების გადამუშავებითა და წარმოებით დაკავებული უცხოური კომპანიების მოზიდვას გეგმავს. შედეგად, ადგილზე შეიქმნება ღირებულებათა სრული ჯაჭვი და ახალი საექსპორტო პროდუქციის წარმოება ამოქმედდება.
 
 
 
 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526
27
2829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო