ახალი ამბები
ზუგდიდში გურამ დოჩანაშვილის საიუბილეო საღამო გაიმართა
ცნობილ ქართველ მწერალს გურამ დოჩანაშვილს 76 წლის იუბილე ზუგდიდში გადაუხადეს. მწერლის საღამო ზუგდიდის კულტურის სახლში ჩატარდა. ქართველ კლასიკოს დარბაზი ფეხზე არაერთხელ წამოუდგა, საღამოს დასრულების შემდეგ კი გურამ დოჩანაშვილი ემოციებს ვერ მალავდა. სცენაზე ასულმა დოჩანაშვილმა ზუგდიდელ მკითხევლებს ახალი საიდუმლო გაანდო და სიურპრიზად უთხრა, რომ მწერალი უახლოეს მომავალში ახალ ნაწარმოებს დაასრულებს.
მწერალს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის სახელით მაღალპოლიგრაფიული გამოცამა „დადიანები“ გადაეცა.
გურამ დოჩანაშვილის საიბილეო საღამოს ორგანიზატორები საინიციატივო ჯგუფი „ვიზრუნოთ პატარებზე“, კულტურის ცენტრი „ოდიში“ და შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი იყვნენ.