ახალი ამბები
ბალდა-ლეცავე-სალხინოს გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტში ბალდა-ლეცავე-სალხინოს გზის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში დაიგება 6,611 კილომეტრიანი გზა. ასევე მოეწობა გაბიონები, ლითონის მილხიდები, მთლიანად გამოიცვლება სანიაღვრე სისტემა. პროექტს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. პროექტის ღირებულება 2 165 932 ლარია, სამშენებლო სამუშაოს შპს ,,გეომშენი 2004“, ასრულებს. ბალდა-ლეცავე-სალხინო გზის სამშენებლო სამუშაოების დასრულების თარიღი მიმდინარე წლის 19 აგვისტოა. სამშენებლო სამუშაოები, დღეს მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ალექსანდრე გრიგალავამ მოინახულა.