სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ქართული ჩაის სექტორში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაწყვეტის გზებზე ზუგდიდში იმსჯელეს

2020-01-17 18:36:00

ქართული ჩაის სექტორში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაწყვეტის გზებზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ და ჩაის მწარმოებლებმა ზუგდიდში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს. შეხვედრას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები, მეწარმეები, დარგის სპეციალისტები და ქართული ჩაის ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე წამოჭრილ პრობლემებს ქართული ჩაის მწარმოებელთა ასოციაცია დაამუშავებს, რის შემდეგაც სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შეხვედრა გაიმართება, სადაც გამოკვეთილი საკითხების განხილვა და არსებული პრობლემების შესწავლა და შემდგომი რეაგირება მოხდება.

შეხვედრაზე განიხილეს ადგილობრივი ჩაის წარმოების ხელშეწყობის და საექსპორტო პოტენციალის ზრდის საკითხები. ამ ეტაპზე შესაძლებელია 1200 ჰექტარი ჩაის რეაბილიტაცია როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებულ ჩაის პლანტაციებში.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2016 წლიდან ახორციელებს ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამას, რომლის მიზანიც საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტიანად გამოყენება, ადგილობრივი ჩაის წარმოების ზრდის ხელშეწყობა.

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23
242526272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო