ახალი ამბები
სამეგრელოს რეგიონში დევნილი ოჯახებისთვის 14 კერძო სახლი აშენდება
2015-03-24 20:06:00
დანიის ლტოლვილთა საბჭო (DRC) შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით, სამეგრელოს რეგიონში დევნილი ოჯახებისათვის 14 კერძო სახლს ააშენებს.
აპლიკაციის შევსება მხოლოდ იმ დევნილ ოჯახებს შეუძლიათ, რომლებსაც საკუთრებაში არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი გააჩნიათ. კერძო სახლები დევნილების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე აშენდება.
განაცხადები მიიღება 24 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით, სამინისტროს აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოში. მისამართი: ქ. ზუგდიდი, რუსთაველის ქ. N87