სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ქრისტეს შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ზუგდიდში საშობაო ალილოს მსვლელობა გაიმართა

2020-01-07 14:30:00
ქრისტეს შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ზუგდიდში, საშობაო ალილოს მსვლელობა გაიმართა. ტრადიციული მსვლელობა ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღვთიმშობლის ხატის სახელობის ტაძრიდან დაიწყო, რომელშიც მონაწილეობა სასულიერო პირებმა და მრევლმა მიიღო.
 
საზეიმო მსვლელობას, სამეგრელო ზემო-სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია, მოადგილეები ლუდუკ ხაზია, დავით ვერავა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეუერთდნენ, მათ მსვლელობის მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს და დღესასწაული მიულოცეს.
 
ალილოს მსვლელობა ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში დასრულდა, სადაც საზეიმო პარაკლისი ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა მამა მალხაზ ჭანტურიამ აღავლინა.
 
ქრისტეს შობის დღესასწაულთან დაკავშირებით საშობაო მსვლელობა ზუგდიდთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის სხვა მუნიციპალიტეტებშიც მოეწყო.
 
მაცხოვრის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ტრადიციული ალილო ყოველწლიურად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით 7 იანვარს იმართება.
 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< May 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
  1234
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო