სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ანგარიში

2019-12-26 15:12:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, ზუგდიდის ტექნოპარკში საზოგადოებას 2019 წლის ანგარიში წარუდგინა. სახელმწიფო რწმუნებულმა იმ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა რისი განხორციელებაც 2019 წელს მოხდა, ასევე ყურადღება გაამახვილა 2020 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.

ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით 2019 წელს სამეგრელო-ზემო სვანეთში 1565 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამაც  400 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

მათ შორის, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 1061 პროექტი განხორციელდა, პროექტები კი თავად მოსახლეობამ სოფლის კრებებზე შეარჩია შეარჩია.

2019 წელს რეგიონის მასშტაბით დაიგო და რეაბილიტირდა 250 კილომეტრი საავტომობილო გზა, შენდება 12  და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 7 ხიდს. წყალმომარაგების, წყალარინების და გამწმენდი ნაგებობების მასშტაბური პროექტები ხორციელდება ზუგდიდში, ფოთში, მესტიაში, აბაშაში, ჯვარსა და ანაკლიაში. გაიწმინდა და მოწესრიგდა 102 კილომეტრი სადრენაჟე არხი.

გაზიფიცირების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში. მესტიის მუნიციპალიტეტის უშუქოდ დარჩენილ სოფლებს - ჰეშკილსა და  ხალდეს ელექტროენერგია მიეწოდა.

დასრულდა 2 და მიმდინარეობს 24  ამბულატორიის მშენებლობა. რეაბილიტირდა 23 ამბულატორია. აშენდა გადაუდებელი დახმარების  ცენტრები აბაშასა და მარტვილში, მიმდინარეობს  კიდევ 7 ცენტრის მშენებლობა. მუნიციპალიტეტებმა  ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების ფარგლებში 30 578 ბენეფიციარი 9 მილიონამდე ლარით დააფინანსეს.

უახლოეს პერიოდში ბინები  გადაეცემა 360 დევნილ ოჯახს, დასრულდა 3 კორპუსის მშენებლობა ზუგდიდში. მიმდინარეობს დამატებით 5 კორპუსის მშენებლობა.

დასრულდა 3 და მიმდინარეობს 6 საბავშვო ბაღის მშენებლობა. სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა 95 საჯარო სკოლას, რისთვისაც 5 მილიონამდე ლარი დაიხარჯა. ამჟამად მიმდინარეობს 9 საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოები.

მომავალ წელს კვლავ პრიორიტეტი იქნება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, წყალმომარაგების და წყალარინების სამუშაოები. გაძლიერდება განათლების სფეროს დაფინანსება - მომავალ წელს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება რეგიონის 14 სკოლას და მოხდება 9 სკოლის მშენებლობა, ამასთან აშენდება 14 ახალი საბავშვო ბაღი.

2020 წელს გაგრძელდება ჯანდაცვის ობიქეტების რეაბილიტაცია-მშენებლობის პროცესი.

დევნილებისთვის ზუგდიდში შენდება დამატებით ხუთი 12 სართულიანი კორპუსი,  რითაც 1000-მდე დევნილ ოჯახს საცხოვრებლის პრობლემა გადაეჭრება.

განახლდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, წელს 15 ახალი ავტობუსი შეიძინა ზუგდიდმა, მომავალ წელს კი 25 ახალი ავტობუსი  ზუგდიდს, ხოლო 10 ავტობუსი ფოთს გადაეცემა.

მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ხელშეწყობა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზება, ამისთვის მომავალ წელს ინტენსიურად მოხდება სპორტული ობიექტების და საბავშვო მოედნების მშენებლობა-რეაბილიტაცია, 2020 წელს დასრულდება ზუგდიდის და ფოთის სტადიონების მეორე ეტაპის სამუშაოები, ამჟამად საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს - ზუგდიდს ექნება ახალგაზრდული ცენტრი და ზვიად გამსახურდიას სახელობის თანამედროვე ბიბლიოთეკა.

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23
24
2526272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო