სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ფოთში კუნძულის უბანზე სანაპირო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი სრულდება

2019-12-07 17:09:00

ფოთში კუნძულის სანაპირო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სანაპირო ზოლის მიმდებარედ 2 კილომეტრიანი გზის საფარის მოასფალტების სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ფოთის მერთან გოჩა კურდღელასთან ერთად გაეცნო. სანაპირო ზოლზე უკვე დასრულდა განათების სამუშაოების წარმოება. ობიექტზე პირველი ეტაპის სამუშაოების განხორციელება მიმდინარე წლის ბოლომდე მოხდება.

პროექტის მეორე ეტაპი ჯებირის რეაბილიტაციას, სასეირნო ბილიკების, სავარჯიშო ზონების, საჩრდილობლების, სასმელი წყლის შადრევნების, ვეტერანთა სახლის, სპორტული და საბავშვო მოედნების მოწყობას, ასევე კაფეებისა და კომერციული ობიექტების განთავსებას ითვალისწინებს.

კუნძულის სანაპირო ზოლის და მისასვლელი გზების რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 მილიონ 122 ათასი ლარით ფინანსდება.

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25
2627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო