სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ზუგდიდში კოლხური ღვინის ფესტივალი „დია“ გაიმართა

2019-11-24 21:51:00
 სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ზუგდიდში, სკეიტ პარკის ტერიტორიაზე კოლხური ღვინის ფესტივალი “დია“ გაიმართა.

ფესტივალი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ გახსნა და სტუმრებთან ერთად ფესტივლზე წარმოდგენილ პროდუქციას და ნამუშევრებს გაეცნო.

კოლხური ღვინის პირველ ფესტივალზე კოლხური ჯიშებისგან დამზადებული ღვინოების პრეზენტაცია და დეგუსტაცია ჩატარდა. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ღვინის კომპანიებისა და საოჯახო მარნების მიერ დამზადებული სხვადასხვა სახეობის ღვინო მთელი საქართველოდან. გაიმართა სემინარები და პრეზენტაციები ღვინის თემაზე. გამოვლინდა ნომინაციაში - ,,საუკეთესო კოლხური ღვინო“ გამარჯვებულები. ნომინაციაში პირველი ადგილის მფლობელი ,,როიალ დადიანი“ გახდა, მეორე ადგილზე „ლაბარა,“ ხოლო მესამე ადგილზე მეღვინეობა ხარება გავიდა.

ფესტივალში მეღვინეებთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებლები. მოეწყო სოფლის მეურნეობის სივრცეები და სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ კულინარიულ მასტერკლასებში.

ღონისძიების ფარგლებში ცალკე იყო წარმოდგენილი აგრო სივრცე, სადაც გამოფენილი იყოო მეწარმეების და ფერმერების პროდუქცია, გაიმართა გამოფენა-გაყიდვა. ცალკე სივრცე დაეთმო ადგილზე წარმოებულ ჩაის.

ყველის სივრცეში გაიმართა სხვადასხვა სახეობის ყველის პრეზენტაცია და დეგუსტაცია. წარმოდგენილი იყო ქართული ყველის 40-მდე სახეობა.

ტურისტულ სივრცეში ახალი მარშრუტების და ტურისტული ობიექტების შესახებ, ინფორმაციის მიღებაა იყო შესაძლებელი, სადაც მასპინძლობას „სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაცია“ უწევდა.

გამოიფინა იტალიელი მოგზაურის კრისტოფორო დე კასტელის ნამუშევრები, რომელიც მე-17 საუკუნის სამეგრელოს ყოფას ასახავს. შეგახსენებთ, რომ პალერმოს ბიბლიოთეკამ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს კასტელის მასალების სრული ელექტრონული ვერსია გადასცა.

ART სივრცეში წარმოდგენილი იყო ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრები, მათ შორის რეზო ადამიას კოლხური ოდები. მოეწყო სხვადასხვა სახეობის ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვა, ჩატარდა მასტერკლასები, გამოიფინა აგროტექნიკა.

ყველაზე ფერად საბავშვო სივრცეში დამონტაჟდა გასართობი ატრაქციები, გაიმართა საბავშვო კონცერტები, ანიმატორები ზრუნავდნენ პატარების გართობაზე, მოეწყო კონტაქტური ზოოპარკი.

მთავარ სცენაზე მთელი დღის განმავლობაში სტუმრების განწყობაზე ზრუნავდნენ ფოლკლორული ანსამბლები (აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლი, ანსამბლი ,,ოდოია“, ანსამბლი „ნენსკრა“). საღამო დახურა ბენდმა „Yellow“.

ფესტივალის მიზანია კოლხური ღვინის პოპულარიზაცია და ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობა. ფესტივალის სიმბოლო სამეგრელოში გათხრების შედეგად აღმოჩენილი ძველი წელთაღრიცხვით VIII-VII საუკუნეებით დათარიღებული სკულპტურაა, სადაც ცხენზე ამხედრებულ ქალს ერთ ხელში ყანწი მეორეში კი თოთო ბავშვი უჭირავს.

ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, იმერეთის და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულები, სამეგრელო-ზემო სცვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

ღონისძიების პარტნიორია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სპონსორები არიან: საქართველოს ბანკი, დეველოპერული კომპანია „m2“, ნენსკრა ჰიდრო, IFAD, აგრიჯორჯია, საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაცია, ოლამი, ნატს.ჯი, USAID-ის პროექტი ზრდა, ასოციაცია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაცია, პეის ტერმინალი, მიდლიანი, წისქვილი ჯგუფი, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები: ემ ბი სი, ლაზიკა კაპიტალი, კრისტალი. საინფორმაციო მხარდამჭერები: POST-TV, მედიაჰოლდინგი kvira.ge, STV, რადიო ათინათი.

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
31     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო