სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

24 ნოემბერს ზუგდიდში კასტელის უცნობი და ნაკლებად ცნობილი ნახატები გამოიფინება

2019-11-22 23:59:00

24 ნოემბერს, ზუგდიდში, მე-17 საუკუნის იტალიელი მოგზაურისა და მისიონერის კრისტოფორო დე კასტელის ნახატების გამოფენა გაიმართება. კასტელის აქამდე უცნობი და ნაკლებად ცნობილი 40 ნამუშევარი, რომელიც იმდროინდელი სამეგრელოს ყოფა-ცხოვრებას ასახავს "კოლხური ღვინის ფესტივალის" ფარგლებში სკეიტ-პარკის ტერიტორიაზე გამოიფინება.

კასტელის ნამუშევრების ორიგინალების ელექტრონული ვერსიები პალერმოს ბიბლიოთეკამ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს ალექსანდრე მოწერელიას მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს გადასცა.

კრისტოფორო დე კასტელმა მეჩვიდმეტე საუკუნეში საქართველოში მოგზაურობის დროს ღირებული ნამუშევრები შექმნა. საქართველოში ცხოვრების დროს კასტელის მიერ შეკრებილი მასალები და ადგილზე შესრულებული ჩანახატები შვიდ სქელტანიან ტომადაა შეკრული და პალერმოს კომუნალურ ბიბლიოთეკაში ინახება. კასტელმა საქართველოში გატარებული წლიდან ყველაზე მეტი დრო სამეგრელოს რეგიონში იცხოვრა, მას ამ კუთხის შესახებ საინტერესო ნახატები და ჩანაწერები აქვს გაკეთებული.

24ნოემბერს, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ზუგდიდში, სკეიტ პარკის ტერიტორიაზე კოლხური ღვინის ფესტივალი ,,დია" გაიმართება.

კოლხური ღვინის პირველ ფესტივალზე კოლხური ჯიშებისგან დამზადებული ღვინოების პრეზენტაცია და დეგუსტაცია მოხდება. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ღვინის კომპანიებისა და საოჯახო მარნების მიერ დამზადებული სხვადასხვა სახეობის ღვინო მთელი საქართველოდან.

ფესტივალში მეღვინეებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებლები. მოეწყობა სოფლის მეურნეობის სივრცეები და სტუმრებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ კულინარიულ მასტერკლასებში.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718
19
2021
22232425262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო