ახალი ამბები
აბაშის მუნიციპალიტეტში დევნილებს გაზის გამათბობლები დაუმონტაჟდათ
2015-03-19 13:19:00

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ USAID-ის დაფინანსებით გამათბობლები უსასყიდლოდ დაუმონტაჟა აბაშის მუნიციპალიტეტის დევნილთა კომპაქტური ჩასახლების 3 რეაბილიტირებულ ობიექტში მცხოვრებ 49 დევნილ ოჯახს. გაზის გამათბობლები ყოფილი „პროფსასწავლებლის“ და ყოფილი რუსული სკოლის შენობაში მცხოვრებ დევნილებს დაუმონტაჟეს.პროექტი„გაზიფიცირება დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში“ პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.