სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებ დაიწყო

2015-03-19 12:45:00

საქართველოში სოფლის მხარდაჭერის 50 მილიონიანი პროგრამის ახალი ეტაპი დაიწყო. მოსახლეობის ჩართულობით სოფლის პრიორიტეტების განსაზღვრისა და შესაბამისი პროექტების შერჩევის მიზნით, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა, გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი ზაზა ბუკია და ინფრასტრუქტურის, სივრცით-ტერიტორიული მოწყობისა და ქალაქმშენებლობის განყოფილების უფროსი გიგა დანელია ძველი ხიბულის, ახალი ხიბულისა და საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულების მოსახლეობას შეხვდნენ.

პრიორიტეტულ პროექტებად დასახელდა სოფლებში არსებული საბავშვო ბაღების რემონტი, არხის ამოწმენდითი სამუშაოები და გზის მოხრეშვა. კრებების ჩატარების თარიღები უკვე დადგენილია.

ახალი რეგულაციების მიხედვით, მუნიციპალიტეტს შესაძლებლობა ექნება პროექტების განხორციელების შედეგად დარჩენილი ფულადი ნაშთები გააერთიანოს და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან შეთანხმებით, აღნიშნული თანხა მუნიციპალიტეტში დამატებით პროექტის დასაფინანსებლად მიმართოს.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული თანხა გამოყენებული უნდა იქნეს სოფლის პირველი რიგის სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებების დასაფინანსებლად. სამუშაოებზე  მაქსიმალურად უნდა დასაქმდეს შესაბამისი სოფლის მოსახლეობა. პროგრამით გამოყოფილი თანხა უნდა მოხმარდეს ადგილობრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობას, რეაბილიტაციას, კეთილმოწყობას, საერთო სარგებლობის შენობების აღჭურვას, ან გრძელვადიანი სარგებლობის ტექნიკის შესყიდვა-აღჭურვას.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
1819202122
23
24
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო