სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

მარტვილში ოჯალეშის რთველი წარმატებით მიმდინარეობს

2019-11-08 22:17:00

მარტვილში ოჯალეშის რთველი წარმატებით მიმდინარეობს. სოფელ სალხინოში რთველში მონაწილეობა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ მიიღო. გარჩაგოდაშვილების ვენახში წელს უხმოსავლიანობაა, აქ 1,5 ტონამდე ყურძენს ელოდებიან.

ოჯალეში კოლხური ენდემური ჯიშის საგვიანო სიმწიფის ვაზია და მის მოსავალს ნოემბრის შუა რიცხვებიდან იღებენ.

 სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, ვაზის ადგილობრივი ჯიშების პოპულარიზაციისთვის და მეწარმეთა ხელშეწყობისთვის, 24 ნოემბერს ზუგდიდში, სკეიტ-პარკის ტერიტორიაზე ,,კოლხური ვაზის ფესტივალი“ გაიმართება. ფესტივალზე მოხდება უძველესი მეგრული ჯიშებისგან დამზადებული ღვინოების პრეზენტაცია და დეგუსტაცია. ფესტივალში მონაწილეობას მეღვინეები და სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებლები მთელი საქართველოდან მიიღებენ.

 ფესტივალის ფარგლებში ასევე მოწყობა აგრო სივრცე, სადაც წარმოდგენილი იქნება, მეწარმეების და ფერმერების პროდუქცია, მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა. ცალკე იქნება წარმოდგენილი ჩაის და ყველის კუთხეები, მოეწყობა მასტერკლასები.

 გარდა აგრო მიმართულებისა, ფესტივალზე განთავსდება ტურისტულ სივრცე, სადაც მასპინძლობას სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაცია გაგიწევთ.

 ასევე მოეწყობა ხელნაკეთი ნივთების სივრცეები, ART სივრცე, საბავშვო სივრცე და აგრო ტექნიკის გამოფენა. მთავარ სცენაზე მთელი დღის განმავლობაში გაიმართება ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი, საღამო კი გალა კონცერტით დაიხურება.

 ღონისძიების ორგანიზატორი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25
2627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო