სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის განცხადება

2015-03-17 15:00:00

ორი დღის განმავლობაში ცალკეულ მედიასაშულებებში და ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ 15 მარტს ზუგდიდში გამართულ აქციაში მონაწილეობდა ლაშა გვასალია, რომელიც მოხსენიებულია, როგორც სამეგრელო-ზემო სავნეთის გუბერნატორის მოადგილე. ვაცხადებთ, რომ ლაშა გვასალია, არ არის გუბერნატორის მოადგილე და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატში არცერთ თანამდებობაზე არ მუშაობს. გუშინ 16 მარტს, ჩვენი მხრიდან გაკეთდა განცხადება, რომ ლაშა გვასალია არ არის ჩვენი თანამშრომელი, მიუხედავად ამისა ტელეკომპანია „რუსთავი-2“-მა მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში იგივე „შეცდომა“ დაუშვა. გუბერნატორის ადმინისტრაცია მედიასაშუალებებს მოუწოდებს თავი შეიკავონ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან და არ შეიყვანონ მაყურებელი შეცდომაში. ასევე ზოგიერთმა პოლიტიკოსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქოს აქციაში მონაწილეობდა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე კობა ქანთარია, რაც ასევე სიცრუეა.

ორგანიზაცია „თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის“ ხელმძღვანელმა ანი ნადარეიშვილმა გამოაქვეყნა იმ პირების სია ვინც თითქოსდა მათ თავს დაესხნენ. ამ სიაში ანი ნადარეიშვილმა შეიყვანა გუბერნატორის პრესსამსახურის უფროსი პაატა ლაგვილავა. ვაცხადებთ, რომ პაატა ლაგვილავა არ მონაწილეობდა აქციაში და ანი ნადარეიშვილი განზრახ ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ჩვენ გუშინ, მთელი დღის განმავლობაში ვთხოვდით ნადარეიშვილს გამოექვეყნებინა ფოტო ან ვიდეო მასალა, სადაც პაატა ლაგვილავას ძალადობა იქნებოდა აღბეჭდილი, თუმცა ის მასალას ვერ წარმოადგენდა, რადგან მსგავსი ფაქტი და შესაბამისად კადრებიც არ არსებობს. პაატა ლაგვილავა ანი ნადარეიშვილს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლებს.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23
242526272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო