სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გუბერნატორმა კრიმინალისტიკური ლაბრატორია გახსნა და სტუდენტებს შეხვდა

2015-03-17 19:36:00

შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა ლევან შონიამ უახლესი ტექნიკით აღჭურვილი კრიმინალისტიკური ლაბრატორია გახსნა. გახსნის ცერემონიალს გუბერნატორთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის საექსპერტო-კრიმინალისტური სამსახურის უფროსი მანუჩარ კუპრავა ესწრებოდა.

ლაბორატორიის გახსნის შემდეგ გუბერნატორმა უნივერსიტეტი დაათვალიერა, რის შემდეგაც ლევან შონია სტუდენტებს შეხვდა. გუბერნატორმა სტუდენტებისგან ინიციატივები მოისმინა და პრობლემების მოგვარებას დაპირდა. 

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა რაც სტუდენტებს აწუხებთ სასწავლებელში არსებული არასაკმარისი ფართია. ლევან შონია სტუდენტებს ახალი კორპუსის აშენებას დაპირდა -„პირადად ავიყვან ამ საქმეს კონტროლზე და გპირდებით, რომ ამ პრობლემას მოგიგვარებთ“. სტუდენტებმა პრობლემად მუნიციპალურ ტრანსპორტზე შეღავათების არარსებობა დაასახელეს და გუბერნატორს მისი მოგვარება სთხოვეს, ლევან შონიას აღნიშნა, რომ სტუდენტებს მგზავრობაზე შეღავათები აუცილებლად უნდა ჰქონდეთ და პრობლემის მოგვარებას დაპირდა. გუბერნატორმა სტუდენტებს სთხოვა განცხადებით ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად რწმუნებულის აპარატსაც მიმართონ.

მხარის გუბერნატორმა სტუდენტების მთავარ პრობლემად დასაქმება დაასახელა და განაცხადა, რომ სტუდენტებს მსხვილი პროექტების დაწყებისთანავე მიეცემათ შესაძლებლობა დღის მეორე ნახევარში იმუშაონ. ლევან შონია სტუდენტებს გაცვლით პროგრამებში მონაწილეობასაც დაპირდა.

გუბერნატორმა სტუდენტებთან შეხვედრის დროს მათ ბიზნეს პროექტების მომზადებაც ურჩია - „აუცილებლად იქნება წელს ანაკლიაში ფესტივალი, როგორ და რა სახით ამას მომავალში გავახმოვანებთ, მაგრამ აუცილებელია თქვენი ჩართულობა, მოამზადეთ ბიზნესპროექტები და გექნებათ შანსი გნახორციელოთ თქვენი იდეები, საშუალება გექნებათ ასევე ჩაატაროთ სხვადასხვა სახის ფესტივალები და ამ ყველაფერში ჩვენ შეგიწყობთ ხელს“ განაცხადა ლევან შონიამ.

გუბერნატორმა უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის სამშენებლო სამუშაოებიც დაათვალეირა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
1819202122
23
24
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო