სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა სტუდენტებს ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო

2015-03-12 16:29:00

სამეგრელო-ზემო სავნეთის სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი დათო კოდუა და სამსახურის თანამშრომლები შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდნენ.

შეხვედაზე სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა სტუდენტებს ის ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნეს რაც რეგიონში უნდა განხორციელდეს. ასევე საუბარი შეეხო მნიშვნელოვან მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს.

პროეტების წარდგენის შემდეგ სტუდენტებს საშუალება მიეცათ კითხვები დაესვათ და ამომწურავი პასუხები მიეღოთ. საუბარი ასევე შეეხო იმ პრობლემებს რაც ახალგაზრდებს აწუხებთ. სტუდნტებმა გუბერნიის წარმომადგენლებს ინიციატივებიც წარუდგინეს. სტუდენტებისთვის ნაჩვენები იქნება დოკუმენტური ფილმები სამეგრელოს ტურისტულ პოტენციალზე და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ლევან შონიას ინიციატივით, რეგიონში შემავალ ყველა მუნიციპალურ ერთეულში როგორც მოსწავლეებთან ასევე სხვა ფოკუს ჯგუფებთან შეხვედრები იმართება. 20 თებერვალს უკვე შედგა სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებისა და გუბერნატორის შეხვედრა უფროსკლასელებთან. 28 თებერვალს კი ფოთის თეატრში გუბერნატორმა ანგარიში ჩააბარა ფოთის მოსახლეობას.

პარალელურად სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ყალიბდება ლიდერთა კლუბი, სადაც რეგიონის მასშტაბით ლიდერი ახალგაზრდები შეირჩევიან, რომლებსაც ტრეინინგ-სემინარები ჩაუტარდებათ. ლიდერები აქტიურად ითანამშრომლებენ გუბერნიასთან და მიაწვდიან იმ ინიციატივებს რაც შემდეგ დამუშავდება და მათ მუნიციპალიტეტბში განხორციელდება.

შეხვედრები სხვადასხვა მუნიციპალიტეტბში უკვე დაგეგმილია, როგორც უფროსკლასელებთან, ასევე სტუდენტებთან, პროფესორ-მასწავლებლებთან და სამედიცინო პერსონალთან. შეხვედრების მიზანია პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ ინფორმაციის პირველწყაროსგან მიღება.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
1819202122
23
24
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო