სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ალექსანდრე მოწერელიამ ფოთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

2019-10-28 10:14:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული  ალექსანდრე მოწერელია,   ფოთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად,  კუნძულის უბნის სანაპიროს და სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობის  სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

 ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობაში კაპიტალური რემონტი მიმდინარეობს. პროექტი სარდაფის, სახურავის, სამსახიობო და საგრიმიორო ოთახების , ვენტილაციის და გაგრილების სისტემის მონტაჟს გულისხმობს.

აქტიურად მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები კუნძულის სანაპირო ზოლზე. პროექტი, რომელიც წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს, 2 000 მეტრიანი სანაპირო ზოლზე შიდა კომუნიკაციების მოწყობას, ზოლის და მისასვლელი გზების რეაბილიტაციას და  განათების სისტემის მონტაჟს ითვალისწინებს.

მისი მეორე ეტაპი ჯებირის რეაბილიტაციას, საფეხმავლო და საავტომობილო გზის, სავარჯიშო ზონების, საჩრდილობლების, სასმელი წყლის შადრევნების, სპორტული მოედნის, ვეტერანთა სახლისა და საბავშვო მოედნის მოწყობას, კაფეებისა და კომერციული ობიექტების განთავსებას ითვალისწინებს.

კუნძულის სანაპირო ზოლის და მისასვლელი გზების რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 მილიონ 122 ათასი ლარით ფინანსდება.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25
2627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო