სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

უზბეკეთის ვიცე-პრემიერი სამეგრელოს სტუმრობდა

2019-10-23 20:40:00

უზბეკეთის ვიცე-პრემიერი ელიორ განიევმა, უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილესთან და ოფიციალური დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად ფოთის და ანაკლიის პორტების ტერიტორიები დაათვალიერა. უზბეკეთის ვიცე-პრემიერს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, ზუგდიდის და ფოთის მერებთან ერთად უმასპინძლა.

ფოთის პორტის გარდა ელიორ განიევი, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას, ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონას და APM ტერმინალის სათაო ოფისს სტუმრობდა. უზბეკეთის ვიცე-პრემიერსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს შორის ოფიციალური შეხვედრა ფოთის მერიაში გაიმართა.

ელიორ განიევის განცახდებით, საქართველოს და უზბეკეთს ტვირთების გადაზიდვის მხრივ თანამშრომლობის უზარმაზარი პოტენციალი გააჩნიათ, სწორედ ამიტომ უზბეკეთი დაინტერესებულია ქართული პორტების საშუალებით ტვირთის გადაზიდვა გაზარდოს. შეხვედრაზე ვიცე-პრემიერმა განმარტა, რომ ტვირთების ნაკადის გაზრდა, რომელიც საქართველოზე გაივლის, ძალიან მაღალ ეკონომიკურ ეფექტს განაპირობებს.

უზბეკეთის დელეგაცია საქართველოში „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში იმყოფება. 2017 წლის ფორუმმა საქართველოსა და უზბეკეთს შორის თანამშრომლობის აქტიურ განვითარებას მისცა ბიძგი. საქონლის ბრუნვა ქვეყნებს შორის 30 პროცენტით გაიზარდა.

თბილისში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პატრონაჟით, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ მიმდინარეობს. ფორუმს 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-ზე მეტი დელეგატი ესწრება, მათ შორის 30-ზე მეტი ოფიციალური დელეგაციისა და 400-მდე უცხოური კერძო სექტორის წარმომადგენელი.


 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425
26
272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო